aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“როიტერის” ინფორმაციით თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 120 ადამიანი დააკავა.

პოლიციამ რეიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 პროვინციაში ჩაატარა. დაკავებულთა შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც.

თურქეთის ხელისუფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადღესასწაულო ღონისძიებებსაც აუქმებს,  ასევე გააორმაგებს პოლიციელთა რაოდენობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ ახალი წლის ღამეს ტერორისტმა კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთ ღამის კლუბში ხალხი დაცხრილა. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 24 უცხოელი იყო.

იტვირთბა....