aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეთრი ხმაურის აქტივისტს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თეთრი ხმაურის” აქტივისტს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას, ზუგდიდის რაიონის სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისამართლემ ის მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარითაც დააჯარიმა.

კორშია მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განმუხურში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა განმუხურში იმავე ბრალდებით კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

იტვირთბა....