aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თანასწორობის მოძრაობამ” მთავრობას ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი პეტიციით მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თანასწორობის მოძრაობამ” მთავრობის კანცელარიაში ლგბტ აქტივისტების, ლევან ბერიანიძის და ლევან კუსიანის მხარდასაჭერად, 38 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შეიტანა.

მოძრაობის ინფორმაციით, პეტიცია ინიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია All Out-ის მიერ ლგბტ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად, რომლებიც ბათუმში პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

მოძრაობის წარმომადგენლები ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. მათი განმარტებით, საქმის გამოძიების ნაცვლად დაზარალებულებს სამართალდამცავებმა 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

შეგახსენებთ, ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი 24 აგვისტოს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობითვის დააკავეს.

თორნიკე კუსიანის განმარტებით, მათზე მოქალაქეების გარდა ჰომოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელების მხრიდანაც განხორციელდა.

იტვირთბა....