aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ედიშერ ქარჩავა: მეუფე პეტრე ებრძვის პატრიარქს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მას წერილობითი მტკიცებულება გააჩნია, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებისა და მოკვდინებას ცდილობდა. მისივე თქმით, სიტყვა – მოკვდინებაში არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, არამედ საეკლესიო ტერმინს გულისხმობს:

„თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან, შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო, დავუსაბუთო, რომ ის ებრძვის კათოლიკოს-პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“, – აღნიშნა ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, მეუფე პეტრეს მოქმედება მიმართული არის პირდაპირ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ.

საპატრიარქოს იურისტმა მეუფე პეტრეს წინააღმდეგ განცხადება გუშინაც გააკეთა. ის ამბობს, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვლის სურვილი ჰქონდა. ედიშერ ქარჩავას თქმით, საპატრიარქოში არის ჯგუფიც, რომელიც ამ პროცესში ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად არის ჩართული.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას ბრალდებას  ცილისწამებას უწოდებს.

იტვირთბა....