aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“  ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა.  ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა და რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, აღნიშნული ბრალის მტკიცება პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ სად იკვეთება საქმის მასალებში ანგარება.

”თავიდანვე, როდესაც დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაუყენეს, საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილზე და არა პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე. ეს იყო 11 თებერვალს, დაკავებიდან მეორე დღეს. უბრალოდ, თავდაპირველად იყო ბრალი იყო წარდგენილი 108-ე მუხლით და ახლა არის 109-ე მუხლით, თუმცა, რით დაადასტურებენ ანგარებას, ამას ჩვენ ვნახავთ. თუ ისინი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა ანგარებას, ანგარების პროცესი და გარემოება უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ. მათ მოუწევს მტკიცება თუ რაში გამოიხატებოდა ანგარება:
“თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა”, – განაცხადა  მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

იტვირთბა....