aviabiletebi
სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე – ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“აი, ნათელი მაგალითი, რატომაა ცოდვა და მავნებლობა ასტროლოგია. იმის მაგივრად, რომ გამოვფხიზლდეთ, დავინახოთ და გამოვასწოროთ ამ უბედურების მთავარი მიზეზი, კიდევ ტვინს ურევს ხალხს, რომ თურმე რაღაც ვარსკვლავების, აგრესიული ვერძის და ზოდიაქოების ბრალი ყოფილა მომხდარი.

ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა”, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ნათქვამის პასუხად სოციალურ ქსელში წერს.

ცაგარელმა “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება არ იყო შემთხვევითი.

“ის პრობლემები რაც გაზთან დაკავშირებით მოხდა და მსხვერპლი მოჰყვა, შემთხვევითი არ არის. შავი მთავრე გადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და მერწყული ჰაერის ნიშანს განეკუთვნება და ჰაერის სტიქიაში შედის გაზი, ამას ემატება ისიც, რომ 6 იანვრიდან გავდივართ კოსმიურ დერეფანს, 21-ში ეს დაგვიბრუნდება მთავრის სრული დაბნელებით, დერეფნებს შორის გავლა ხშირად არის სხვადასხვა სახის პრობლემებთან”, – განაცხადა ცაგარელმა.

იტვირთბა....