aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არსებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.

მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დღეს დააკავა.

იტვირთბა....