aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

კითხვაზე როგორია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიზარდა.

24%-ის აზრით, კრიმინალის დონე იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 9% თვლის, რომ კრიმინალის დონე შემცირდა

კითხვაზე პასუხი – არ ვიცი – 4-მა პროცენტმა გასცა.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

იტვირთბა....