aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან • We exist -The voice from Abkhazia ავრცელებს.

ახალგაზრდული გაერთიანების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლისაა და სკოლაში აფხაზურის მასწავლებლად მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში იპოვეს გარდაცვლილიც.

ადგილობრივები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

ცხედარი, 2 მაისს იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.

მასწავლებლები და მოსწავლეები, გარდაცვლილს, როგორც დადებით პიროვნებას ახასიათებენ.

წყარო: ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან • We exist -The voice from Abkhazia

იტვირთბა....