aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მექრთამეების სასარგებლოდ მე ჯარიმას არ ვიხდი”: “ბესელიამ საკუთარი ღირსება 20 500-ად შეაფასა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„არანაირი ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს ბოდიშის მომხდელი. მექრთამეების სასარგებლოდ მე ჯარიმას არ ვიხდი“, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ეკა ბესელიასთან მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„არანაირი ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და ბოდიშის მომხდელი, მითუმეტეს. ამის თქმა წინასწარ შემიძლია. მექრთამეების სასარგებლოდ მე ჯარიმას არ ვიხდი. ჯერ ერთი არც მაქვს 20 ათასი და მითუმეტეს, ეკა ბესელიასთვის მისაცემი 20 ათასი. საინტერესოა, რომ ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა, ესეც ნიშანდობლივია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე კუჭავა არ აღმოჩნდება სხვების მსგავსი და „არ აღმოჩნდება ბესელიას ჯიბეში“.

შეგახსენებთ, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ მას და სთხოვდნენ კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას.

 

იტვირთბა....