aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტები ამერიკის ელჩს შეხვდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ამერიკის ელჩს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია და  აშშ-ს საელჩოს შენობაშია იმართება.

მომხდარზე სასაუბროდ იან კელისთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი გიორგი მგელაძე, ჟურნალისტები მაია მეცხვარიაშვილი, ლიკა ზაქაშვილი და გელა მთივლიშვილი იმყოფებიან.

ქართველი ჟურნალისტები მუხთარლის საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო ვითარებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში დაიკარგა, ხოლო მეორე დღეს ის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ის თბილისიდან ჯერ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. ის და მისი ოჯახი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იდევნებიან და თავს საქართველოს აფარებდნენ.

იტვირთბა....