aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„აუდიტორია 115“ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს, – ამის შესახებ დღეს თსუ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ განაცხადა.

ჯავახაძის განცხადებით, სახალხო დამცველმა მარტში რეკომენდაციაც გაავრცელა, რომ არჩევნების ეს წესი არაკონსტიტუციურია.
„ვითხოვთ შეწყდეს თსუ-ში საარჩევნო პროცესი. ის გადაიდოს ვიდრე პარლამენტს არ მიეცემა არსობრივი განხილვის საშუალება, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ კონსტიტუციასთან მიმართებაში ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“, – განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევის არსებული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების უფლება ყველა ადამიანს აქვს.

„ამ არჩევის წესის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ავტომატურად ხდება თვითმმართველობის დელეგატთა საბჭოს წევრი, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა ამის სურვილი. გარდა ამისა, არჩევის ეს წესი საარჩევნო კოდექსთან მიმართებაშიც არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი სტუდენტი ერთი ხმის პრინციპით ერთ ადამიანს ორ სხვადასხვა სტრუქტურაში აძლევს ხმას. აქედან გამომდინარე, ეს საარჩევნო ნონსენსია“, – განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.

„აუდიტორია 115“ ითხოვს, ცალკე ჩატარდეს საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები. ყველა სტუდენტს ერთი ხმის უფლება ჰქონდეს და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტები ფაკულტეტიდან პირდაპირი წესით აირჩეს.

იტვირთბა....