aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

აზერ სულეიმანოვი: “უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და “ოცნების” წევრს და ენმ-ის წევრს აბრალებ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს აბრალებ, ამის ლოგიკა რაღაც ხომ უნდა იყოს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აზერ სულეიმანოვმა რუსთავის პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“აზრზე არ ვარ რა მოხდა, როგორ მოხდა. არ ვიცი რა კითხვები იქნება პროკურატურაში, ამის შემდეგ მოგცემთ ინტერვიუს. დაზარალებულს არ ვიცნობ. ერთი რამ ვიცი, ის იყო რამდენიმე წელი ოცნების წევრი, ყველა არჩევნებზე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე ვუთხარი დაზარალებულს, რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, ეს არის უნამუსობა-მეთქი. ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა. იქ დეპუტატებიც იყვნენ “ქართული ოცნების”, ყველაფერი მაგათ თვალწინ მოხდა. მერე წავიდა ეს ბიჭი და არ ვიცი რა მოხდა. ჩვენს ოფისში თვითონ მოვიდა” – განუცხადა აზერ სულეიმანოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ მთავარმა პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმე ეხება მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

 

იტვირთბა....