aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მიმდინარე ცვლილებებით, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით წარედგინა, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.

“მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა – მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

იტვირთბა....