aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ავტობუსებით რომ ჩამოიყვანთ ხალხს და რიკოთზე აჭმევთ, იშლება 2 საათში აქცია და მერე ერთმანეთს აბრალებთ” – ჩერგოლეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ეხმაურება პოლიტიკოსების ფრაზას – “სააკაშვილს ვკლავთ, როგორც მოვკალით ზვიად გამსახურდია” და აქციების ჩატარების პრაქტიკაზეც საუბრობს:

“რატომ არ გამოდის ხალხი ფულის დახარჯვის, მარშუტკების და ავტობუსებით ჩამოყვანის გარეშე? ავტობუსებით დაორგანიზებულ აქციას არ ვგულისხმობ, რომ ჩამოიყვანთ, რიკოთზე აჭმევთ და გეშლებათ მერე და ერთმანეთს აბრალებთ…. ძაან ცუდი იყო რომ ვშვრებოდით, შეცდომა იყო მერე და ხომ არ უნდა გავიმეორეთ იგივე შეცდომა. ახლა აქვთ იქ (რეგიონებში) ხალხს პროტესტის განცდა და ვერ ჩამოგყავთ? არსებობს აქციები, როდესაც ისხმება ათობით ათასი დოლარი, ხალხი მოგყავს და გეშლება და არსებობს აქციები, როგორც 2019 წლის 20 ივნისს იყო, რომელიც არ ჩერდება და არავის ფული არ ჭირდება, ხალხი თუ არ არის აქტიური, ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი იშლება 2 საათში და ამ პროტესტს არ აქვს არანაირი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მერე ამ აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს აბრალებენ..

ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და მაგაზე არ გამოდის ხალხი და რაც მეტად შეტენით ერტი ადამიანის თემას… უსინდისოებს ეძახით ქართველ ხალხს, საზოგადოება არ ვარგაო, მკვლელებად იხსენიებთ ხალხს, ვკლავთ მიშას – მე არ ვკლავ, ბიძინა კლავს. ასე ფიქრობთ რომ ჩართავთ პროცესში ხალხს, მკვლელს რომ დაუძახებთ? მე არ მომიკლავს ზვიად გამსახურდია, არა ვარ მკვლელი. საზოგადოება რა არის, კონკრეტული ოჯახებია. შეწყვიტეთ ეს სიყალბე, არავის ეს სიყალბე არ ანთებს” , – თქვა ჩერგოლეიშვილმა ტვ პირველთან.

იტვირთბა....