ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჩარკვიანი:მობრუნდა პრეზიდენტი ახლა დროა დიდი შერიგება დავდოთ

კანონი და სამართლის ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით,მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშილის საქართველოში ჩამოვიდა მშვიდობიანი სცენარის განვითრებას ელოდება.

მისივე თქმით, ახლა დიდი შერიგების დროა.

“სახელმწიფოს როდესაც გახრწნი, მერე ეს კორუფცია და გახრწნილი სახელმწიფო შემოგიბრუნდება ამ ფორმით. სათავეში არის ფეოდალი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო. სააკაშვილის მიერ აშენებული სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. მან სახელმწიფო ააშენა. მართლმსაჯულება, რომლის მიმართ რაღაც პრეტენზიები გვქონდა, ამათმა გახრწნეს. მე ველოდები მშვიდობიან სცენარს, გუშინ მივმართე მათ და ვთქვი, მოდით, წავიდეთ დიდ შერიგებაზე. მობრუნდა პრეზიდენტი, ახლა ტვინი გაანძრიონ. თუ ტვინი არ გააჩნია ღარიბაშვილს, მის გარშემო არიან ადამიანები და მათ მივმართავ, ფრთხილად, ბატონებო, სახელმწიფოს არ მიგატაცებინებთ, ახლა შერიგების დრო დაიწყო და ახალი, რეფორმირებული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება სრულიად საქართველო მომავალში, ახლა დიდი შერიგება დავდოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე  გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც ის უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

იტვირთბა....