ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ

რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას სახლში  გამომძიებლები მივიდნენ.

თორდიას დაკითხვა გრძელდება, რომელიც გუშინ საავადმყოფოში დაიწყო და რომელიც გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხნენ. როგორც თავად აცხადებს, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი.

თავად ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, უარყოფს, რომ ლაშა თორდიას თავს დაესხა. მისი თქმით, ლაშა თორდია ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის საპასუხოდ ლაშა თორდიამ ყოფილ პროკურორს ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ინიციატივით მიმართა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....