ლაშა თორდიას პროკურატურის წარმომადგენლები საავადმყოფოში კითხავენ, ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, მაია ირემაშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თავს უკეთ გრძნობს და მზადაა, პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.