ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია. ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.

შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. თავად ლაშა თორდიასთან დაკავშირება “მეტრონომმა” ვერ შეძლო, მისი ტელეფონი გამორთულია.

 

იტვირთბა....