უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქართველ მებრძოლებზე დაყრდნობით “რუსთავი 2” ავრცელებს.
დავით მაყიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.