ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება”- ნიკა გვარამია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე 

გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ,მა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც „აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“

„ძალიან პრობლემატურია, რაც მოხდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არ ვიცი, სასამართლო როგორ აპირებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, არც მეტი არც ნაკლები, მთელი სტადია სასამართლო განხილვისა, არის ამოღებული. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპროცესო სამართლიანობა ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ბევრ რამეში დაგვტოვა უუფლებოდ სასამართლომ, მათ შორის მოწმეებში, მათ შორის მტკიცებულებები გამოთხოვაში. ეს მართლა ყველაფერს აჭარბებს, მთელი სტადია ერთიანადაა ამოღებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, “ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....