ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში უვიზოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები შევლენ, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, აფხაზეთს ე.წ.  მთავრობამ ახალი რეგულაცია დააწესა. რეგულაციის მიხედვით, ფსოუს ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე (რუსების, ყახაზების, ბელორუსების გარდა) იმ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას, რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს.

საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია აფხაზეთს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა ავიძბამ გამართა. მისი განცხადებით, ტურისტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა 2 კვირის განმავლობაში ე.წ. ვიზის გარეშე შეეძლებათ, მაგრამ იმ ტურისტებს, რომელთაც აფხაზეთის დასავლეთ რეგიონში სურთ მოგზაურობა, მათ ვიზები უნდა აიღონ.

ავიძბას განცხადებით, ვიზის ასაღებად რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. ახალი გადაწყვეტილებით, 1 ადამიანისთვის 1-თვიანი ტურისტული ვიზა 350 რუბლი ეღირება, 6-თვიანი კი 700 რუბლი.

იტვირთბა....