საზოგადოება

“იმ მუშას ვესუბრე, ვინც გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველი იყო…”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ტყიბულში ვარ. ფბ-ზე შემოვედი და რა სხვა საქართველოა სოციალურ ქსელში. სულ სხვა საქართველო ტყიბულშია, სადაც კონკურსის წინ ლოცვა და სიმღერა, ბოდიში და სულ ფეხზე ჰკიდიათ. ამ რეალურ საქართველოში არსებობისთვის იბრძვიან. იმ მუშას ვესუბრე, ვინც გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველი იყო. ადამიანის მსგავსი შოკი მე არასოდეს მინახავს. იქვე, მის წინ მოხდა ტყიბულში ის ტრაგედია.” – წერს გრიგოლია.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

იტვირთბა....