ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანში 5 წლის ბიჭი წინადაცვეთით გარდაიცვალა

აზერბაიჯანში 5 წლის ბიჭი წინდაცვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ის ქალაქ მასალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, ექიმის მიმართ, რომელმაც ბავშვის ოჯახის მიწვევით სახლის პირობებში ჩაატარა წინდაცვეთის პროცედურა, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ექიმს გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. ბავშვის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად კი სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნეს.

წინდაცვეთის ტრადიცია მუსლიმურ ქვეყნებში მამრობითი სქესის ბავშვებში გამოიყენება, თუმცა, მსგავს პროცედურას ზოგჯერ ქალების შემთხვევაშიც მიმართავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალის გენიტალიის დასახიჩრება ეწოდება პროცედურას, რომელიც იწვევს გენიტალიების დაზიანებას არასამედიცინო მიზნებით. პროცედურას ქალებისა და გოგონებისთვის არავითარი სამედიცინო სარგებელი არ აქვს. WHO-ის ინფორმაციით, პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ამ პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს უფრო სერიოზული გართულებები მომავალში. პროცედურას ძირითადად უტარებენ 15 წლამდე ასაკის გოგონებს. WHO-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული. მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც გამოვლინდა, რასაც მწვავე შეფასებები და განცხადებები მოჰყვა.

24 იანვარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოში იძულებითი სტერილიზაცია და ქალების გენიტალიების დამახინჯება დასჯადი გახდება.

იტვირთბა....