ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სახალხო დამცველს შეხვდნენ

სკანდალური განცხადების შემდეგ, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები სახალხო დამცველს შეხვდნენ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მამა გიორგი მამალაძე თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს დაასახელებდა, პროკურორები მას სასჯელის შემსუბუქებაზე მიანიშნებდნენ. დეკანოზის ადვოკატების თქმით, უარის შემდეგ დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეს უკვე განიხილავს საქალაქო სასამართლო. პროცესები პროკურატურის შუამდგომლობით დახურულია.

ადვოკატები არსებითი განხილვის პირველი სხდომისთვის ემზადებიან. პროცესი 19 მაისს უნდა შედგეს.

იტვირთბა....