“დღეს 100 კაცი ვაპროტესტებდით მურუსიძის არჩევას და საქმის განხილვა გადაიდო. 10 ათასი კაცი რომ მოხვიდეთ აქ, არის შანსი, მურუსიძე საერთოდ გაქრეს სასამართლო სისტემიდან” – ასეთი განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და გავაგრძელოთ მსვლელობები და შედეგი აუცილებლად იქნება.
შეგახსენებთ, დღეს უნდა განხილულიყო რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი, რომელშიც გახმაურებული, გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეც იყო. საზოგადოებაში ატეხილი განგაშის შემდეგ საქმის განხილვა გადაიდო.