მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის საკითხი ისევ აქტუალურია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ანუ იუსტიციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითის განხილვა აღარ მოხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მიიღო. თუმცა, სულ სხვა რამეს ამბობს თავად მურუსიძე. მისი თქმით, მოხდა საკითხის განხილვის გადავადება. მურუსიძე საკითხის გადადების მიზეზად მომხსენებლის გამოუცხადებლობას ასახელებს.
“გადადების მიზეზი იყო ის, რომ მომხსენებლი შოთა გეწაძე არ მოვიდა. დამიკავშირდა ბატონი შოთა. მას აქვს გასაუბრება სტრასბურგის მოსამართლეობაზე და გადაიდო მოსმენა შემდეგი სხდომისთვის” – განაცხადქ ლევან მურუსიძემ.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, რომელიც მურუსიძის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობს.
“ეს ნიშნავს, რომ ლევან მურუსიძის უვადო მოსამარლედ დანიშვნის საკითხი ჩავარდა”, – აღნიშნა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
primetime.ge