ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპის დღეები: “ჩვენ არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ”

ევროპის დღეები 2017 სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, გახსნეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ევროპის დღეს რიყის პარკში აღნიშნავს.

შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა:

„ჩვენს ევროპულ არჩევანს, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები იცავდნენ თავიანთი სიცოცხლით. როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ ეს არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ-ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს დილიდან ევროპული სოფელი სპეციალურად მოეწყო, სადაც ევროკავშირის 18 ქვეყნის სტენდია წარმოდგენილი.

იტვირთბა....