ბიზნესი მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„სისაიდში“ აქციებია: რუჯი და წონის კორექცია ხელმისაწვდომ ფასად

სპორტულ -გამაჯანსაღებელი ცენტრი „სისაიდი“ მომხმარებელს საზაფხულოდ თავის მოვლისთვის სხვადასხვა და ეფექტურ საშუალებებს სთავაზობს.  რაც მთავარია, „სისაიდის“ ადგილმდებარეობა ყველასთვის მოსახერხებელია-ვაკე, ყიფშიძის ქ. (გაბაშვილის)  4 ნომერი, ხოლო ფასები -ხელმისაწვდომი.

„სისაიდის“ სერვისებში შედის:

საცურაო აუზი: რომელიც განსაზღვრულია 1.60 მ-დან 1.80 მეტრ სიმაღლემდე. მისი სიგრძეა 17 მ. ხოლო სიგანე- 8 მ. წყლის ტემპერატურა-28 გრადუსი.  წყლის სისუფთავე ყოველდღიურად იტესტება. აუზის სტუმრებისათვის ფუნქციონირებს აქუა აერობიკის ჯგუფი.

5

აქუა აერობიკა:  აქუა აერობიკა ხელს უწყობს სხეულის კორექციას, წონის კლებას, კანის ელასტიურობას,  სწორ  სუნთქვას. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, არტერულ წნევას და ნივთირებათა ცვლას. დადებითად მოქმედებს სქოლიოზის და კიფოზის დაავადებებზე. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური ვარჯიშებით,  მიიღოს ექიმის მითითებები და რჩევები.

 

„სისაიდი“ თავის მომხმარებელს  აუზისა და აქუა აერობიკის შეძენის შემთხვევაში დამატებით სთავაზობს ფიტნესს,  აუზსა და  საუნას.

პაკეტის ღირებულება:

 

1 თვე (12ვიზიტი) – 1სთ – 120 ლარი (აუზი, ფიტნესი, საუნა );

 

1 თვე (8ვიზიტი) -1სთ – 88 ლარი (აუზი, ფიტნესი, საუნა);

 

სოლარიუმი:

„სისაიდში“ მომხმარებელს სეანს სპეციალისტი ინდივიდუალურად განუსაზღვრავს კანის მგრძნობელობის მიხედვით. მომხმარებლის კანისთვის მისაღები წუთობრივი რეჟიმი  ინდივიდუალურად ირჩევა  და სპეციალისტი განსაზღვრავს  სეანსი   რა ინტენსივობით უნდა გააგრძელდეს.

3

ფიტნესი:

სპორტულ კლუბ „სისაიდში“  სხეულის კორექციისთვის სხვადასხვა მეთოდია დანერგილი, რომელსაც სპეციალისტები-პროფესიონალი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ. ტრენაჟორების მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობა სხეულისა და წონის კორექციის გარანტიაა.  რაც მთვარია,  ვარჯიშის შემდეგ  იაპონური გაწელვითი პროცედურები მიმდინარეობს,  რომელიც ხელს უწყობს ტრამვირებული  ადგილების განკურნებასა და ენერგიის სწრაფ ტემპში აღდგენას.

სატრენაჟორო დარბაზში განთავსებულია პროფესიონალური სარბენი ბილიკები, თხილამურები, ველოსიპედები თავისივე პროგრამით, რომელიც მომხმარებელს  საშუალებას აძლევს აკონტროლოს დრო, პულსი, დატვირთვა და ა.შ.  ასევე შიდა  და  გარე  კიდურების გასამკვრივებლად წარმოდგენილია სპეციალური ტრენაჟორები.

 

მასაჟები:

„სისაიდში“ კვალიფიციური მასაჟისტები სხვადასხვა სახის მასაჟს გვთავაზობენ:

 

სარელაქსაციო –  ამ პროცედურის ხანგრძლივობა ერთი საათია. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. მასაჟი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მოსადუნებელი და დამამშვიდებელია.

სამკურნალო – მასაჟი განკუთვნილია ოსტეოქონდროზის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. პროცედურის  ხანგრძლივობა 30წუთიდან  1 საათამდე მერყეობს. მკურნალობის კურსში შედის  15–20  პროცედურა, რომელიც სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად ინიშნება.

ანტი ცელულიტური – მასაჟი კეთდება ზეთით, თაფლით და ასევე სხვადასხვა კოქტეილებით. განკუთვნილია დუნდულების, წელის, მუცლის,  მკლავებისა და  წვივების კორექციისთვის. ამავდროულად, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და  კანის თერმო რეგულაცია.  სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 15–20 პროცედურა. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა მერყეობს 30 წუთიდან  ერთ საათმდე.

კლასიკური მასაჟი – განკუთვნილია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების,  კანის ელასტიურობისა და სისხლის მიმოქცევისთვის. პროცედურა  ამშვიდებს და ადუნებს კუნთებს, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთიდან  ერთ  საათამდეა.

2

საუნა:  საუნა არის აბანოს ტიპის მცირე ოთახი, განკუთვნილი მშრალი ან ორთქლის პროცედურების მისაღებად. პროცედურის დროს, მონაწილეები შიშვლდებიან და 80 გრადუსამდე ტემპერატურის ოთახში სხედან. ეს პროცესი ხელს უწყობს რელაქსაციას და იწვევს ოფლდენას, რომელიც  ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამავე დროს, სიცხე ასტიმულირებს სისხლის თეთრი მოლეკულების პროდუქციას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

„სისაიდში“ წარმოდგენილია:

ორთქლის საუნა – რომელიც ხელს უწყობს კანის ფორების გახსნას. ოფლდენის შედეგად ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოიდევნება. დროის ხანგრძლივობა  ინდივიდუალურად განისაზღვრება.  სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა პროცედურა  5–25 წუთი მიმდინარეობდეს,  ტემპერატურა კი 50 გრადუსი იყოს.

მშრალი საუნა –  რომლის ტემპერატურაც 72 გრადუსია. ის ხელს უწყობს  რელაქსაციას და იწვევს ოფლდენას. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.

 

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „სისაიდი“ ფუნქციონირებს მთელი კვირის განმავლობაში. ორშაბათიდან-პარასაკევამდე 08:00 საათიდან – 23:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან 21:00-მდე.

მისამართი და საკონტაქტო ნომერი:  ყიფშიძის ქ. გაბაშვილის 4 ნომერი;

0322 25 2507;  555947744

„სისაიდი“  მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის აქციებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე შეუწყვეტლივ ვიზრუნოთ.

 

reklama

იტვირთბა....