ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის გამზირი ივნისიდან 3 თვით გადაიკეტება

თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც გამზირი 3 თვით გადაიკეტება, -ინფორმაციას მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.

“პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა. ზაფხულის პერიოდში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როდესაც შედარებით თავისუფალი იქნება ქალაქში მოძრაობა, გამზირი გადაიკეტება.

თბილისის მერია ზაფხულიდან სრულ რეაბილიტაციას დაიწყებს, რასაც 3 თვე დასჭირდება. სამუშოების სექტემბრის დასაწყისში, 15 სექტემბრამდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება”, – აცხადებენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

წყარო: ipress.ge

იტვირთბა....