ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას ითხოვს

ავტორი: ნინო ცხადაია

დღეს ე.წ. ცინიდის საქმის პირველი სასამართლო პროცესი იწყება. როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი იუწყება, პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას ითხოვს.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,  ბრალდების მხარეს საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე მომზადებული აქვს დასაბუთებული შუამდგომლობა პროცესის დახურვის შესახებ. მისივე თქმით, მიზანშეუწონელია აღნიშნული საქმის მასალების გასაჯაროება.

სასამართლო სხდომის საჯაროობას ითხოვს დაცვის მხარე და საპატრიარქოს წარმომადგენელიც. როგორც ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე საჯარო ინტერესი არსებობს და გაუგებარია, რატომ უნდა დაიხუროს პროცესი.

ასევე, ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაიას თქმით, აღნიშნული სხდომა არ შეიცავს ისეთ საკითხებს, რისი განხილვაც საზოგადოების წინაშე არ შეიძლება. შესაბამისად, დეკანოზის მეორე ადვოკატიც არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას.

მოსამართლის განცხადებით, ბრალდების მხარემ ჯერ უნდა დააყენოს შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ არგუმენტირებულად და სასამართლო შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დახუროს თუ არა სხდომა.

იტვირთბა....