ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულია 3 პირი: 2 პოლიციელი დაშავდა

ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე,  3 ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. შემთხვევა საბილიარდოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურში  განუცხადეს,  საბილიარდოში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება  353-ე მუხლით დაიწყო, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ,  შემთხვევის დროს პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, საბილიარდოში ინცინდენტი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ბილიარდის თამაშის დროს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით,  ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლები ხმაურის გამო საბილიარდოში შევიდნენ.

იტვირთბა....