ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიდევ ერთი ქალი გაიტაცეს: დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა 30 წლის ქალი  ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სააგენტო speqtri.ge-ს მიხედვით, ქალი მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა და ის იმ დროს მოიტაცეს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მათ კვალს ოპერატიულად მიაგნეს და მამაკაცი დააკავეს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გურჯაანში ასევე მოიტაცეს ქალი. შემთხვევა 11 აპრილს მოხდა. პოლიციამ გურჯაანიდან გატაცებული 24 წლის გოგონა იპოვა. ხოლო მისი მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

იტვირთბა....