ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგი კაპანაძე: “ქართულ ოცნებას” იტალიელი ფაშისტების საარჩევნო სისტემა შემოაქვს

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“იტალიელი ფაშისტების საარჩევნო სისტემა, ე.წ. “აჩერბოს კანონი” 1923 წელს დაამტკიცებინა მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს. ამ კანონით, პირველ ადილზე გასული პარტია, თუ ის მიიღებდა ხმების 25%-ს მაინც, პარლამენტში იღებდა დეპუტატების 2/3-ს სხვა პარტიების ხარჯზე. ეს კანონი 1946 წელს გაუქმდა.

ქართული ოცნების წინადადება გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია (თუნდაც ხმების 10 პროცენტი მოაგროვოს) წაიღებს ყველა იმ პარტიის ხმებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ცნობისთვის, წინა არჩევნებზე ხმების დაახლოებით 20% “დაიკარგა”. ეს ცვლილება არ უნდა გავატანინოთ!”-წერს კაპანაძე.

იტვირთბა....