ბანკი რესპუბლიკას თიბისი-სთან მიერთების გამო ბანკი რესპუბლიკას სერვისები 5 მაისს, 18:00 საათიდან, ხელმიუწვდომელი გახდება. გადარიცხვები 5 მაისს, 16:00 საათიდან შეჩერდება.
თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს, დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.
8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.
თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს რესპუბლიკის მომხმარებლებს, შეცვლილი ბარათები ბანკის ოფისებიდან, 5 მაისს, 17:30 საათამდე გაიტანონ. 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, რესპუბლიკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე.