aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ღამის მგლები“ შესაძლოა საქართველოში აღარ შემოვიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოტოკლუბ „ღამის მგლების“ წევრები შესაძლოა საქართველოში აღარ შემოვიდნენ,- ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს
კლუბის პრესმდივანმა ანა კომაროვამ განუცხადა. იმავეს ამბობს კლუბის პრეზიდენტი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი:

„მიგვიწევს გული, თუმცა, ალბათ, ვეღარ მოვასწრებთ. დიდი ხანია, დავპირდი ალექსანდრე ზახარჩენკოს, ასევე პეტერბურგშიც გველოდებიან 6 მაისს“, – კომაროვას თქმით, ეს განცხადება ზალდოსტანოვმა საზოგადოებრივის კითხვის პასუხად გააკეთა.

ზალდოსტანოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია. „ღამის მგლები“ საქართველოში 2015 წელსაც გამოჩნდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერემა ​ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში „ღამის მგლები“ არ შეეშვათ. წელს “ღამის მგლების” საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ მათ გადაადგილებას გააკონტროლებდნენ.

იტვირთბა....