ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომიყვანეთ ჩემი ცოლ-შვილი”: გლდანში მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტომას აპირებს

გლდანში, მე-3 მიკრორაიონში მამაკაცი მე-17 სართულიდან გადმოხტომას აპირებს. როგორც “მეტრონომის” კორესპონდნეტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ითხოვს, რომ ცოლ-შვილი დაუბრუნდეს:

“მომიყვანეთ ჩემი ცოლ-შვილი”- აცხადებს 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაშია და წინააღმდეგ შემთხევვაში, გადმოხტომით იმუქრება.

როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ცოლ-შვილს გაშორებულია. მისი ბინის კარის გაღებას მაშველები ცდილობენ, თუმცა კარს არავინ აღებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები. მოძრაობა გადაკეტილია.

იტვირთბა....