ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაუქმდეს გაუთქმელობის ხელწერილი”: ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველს ეჭვები აქვს

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჟურნალისტებთან პარლამენტში მისვლამდე სუბრობს.

“მოვისმენთ სხვადასხვა უწყებისგან კომენტარებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი უწყება პროკურატურაა, რასთან დაკავშირებითაც არაერთი კრიტიკული შეკითხვა გვაქვს. საუბარია იგივე ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ამაზეა საუბარი ანგარიშში, ასევე ბევრი გახმაურებული საქმეები, სადაც პოლიციელთა მიმართ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება კონკრეტულად ციანიდის საქმეს, თანასწორუფლებიანობა აშკარად დარღვეულია.

“ამიტომაც მოვითოვთ, გაუქმდეს გაუთქმელობის ხელწერილი და მეორე მხარემაც ისაუბროს. დაცვის მხარეს უფლებები არ გააჩნია, ეს ბადებს ეჭვებს, ხომ არ არის გამიზნულად ზეწოლის მოხდენის მიზნით ეს პროცესი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია საპატრიარქოს დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, რომლის სასამართლო პროცესი 5 მაისს განახლდება.

იტვირთბა....