ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გირგვლიანის საქმე: “რა გამეკეთებინა” – მოსამართლე მურუსიძე შინაგან განცდებზე საუბრობს

როგორც სააგენტო “აიპრესთან” საუბარში გახმაურებული, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს გირგვლიანის საქმეზე უზენაესი სასამართლოსგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.

“გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გულწრფელად, დარწმუნებული ვარ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება მაგ საქმეზე იყო შეუძლებელი. ამიტომაც, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩემი კრიტიკით არიან დაკავებულები, მოვუწოდებ მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაწერონ თავიანთი ვერსია სანდრო გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების და მე მზად ვარ მათთან ნებისმიერ ფორმატში განვიხილო ის”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა და აქვს თუ არა თუ არა შინაგანი განცდები, როცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აპროტესტებდა და დღემდე აპროტესტებს მის გადაწყვეტილებას, მურუსიძემ უპასუხა:

“მაქვს ეს განცდა, მაგრამ ალტერნატივა რა გამეკეთებინა? პროტესტის ნიშნად გაიხადე მანტია და წადი პოლიტიკაში? თუ რა? ჩემს მაგივრად მეორე მურუსიძე მოვა და რა მნიშვნელობა აქვს. ანუ, რა გამეკეთებინა”?

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ ლევან მურუსიძემ გამოიტანა ვერდიქტი, რომელიც ევროპულმა სასამართლომ თავდაყირა დააყენა და აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

 

იტვირთბა....