ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა აქციით გააპროტესტეს

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტი ალავერდის ეპარქიის მრევლმა გააპროტესტა.

მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილები სიტუაციის გამწვავებას არ გამორიცხავენ. ადგილზე მივიდა ალავერდელი მიტროპოლიტ-მეუფე დავითი.

,,ეს არის განზრახ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი ხალხის დასაპირისპირებლად, მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება”, – განაცხადა  ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. მისი თქმით, ორ ხალხს შორის დაპირისპირება არ უნდა მოხდეს და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივს, რომელიც სალოცავის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....