საზოგადოება

ისრაელში წამსვლელთა საყურადღებოდ: რა უნდა იცოდეთ ისრაელში წასვლამდე

ისრაელში მცხოვრები ქართველი, ნიკო ბელიაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ჩასვლისთვის რჩევებს აძლევს.

“ისრაელში წამსვლელთა საყურადღებოდ !!!

1. არავინ მოგატყუოთ ისრაელთან დაკავშირებით 100%-ნი შემოსვლის გარანტიით !!!
2. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ 2 კვირაზე მეტი დროით ტური ან თვითმფრეინავის ბილეთი!!!
3. თუ ტურისტული ტურით მოდიხართ წაშალეთ ისრაელის ყველა საკონტაქტო ნომერი!!!
4. საზღვარზე დასმულ კითხვაზე, (იცნობთ ან გყავთ ისრაელში ნაცნობიი?) თქვენი პასუხია – არა!!!
5. შეიძინეთ ნორმალური ტური და არა იაფიანი სასტუმრო !!!
6. ზეპირად იცოდეთ თქვენი ტურის განრიგი და სასტუმროს დასახელება !!!
7. მიაქციეთ ყურადღება ჩაცმულობის ( სპორტულ-ელეგანტური ) სტილს და მოირგეთ ტურისტის იმიჯი !!!
8. ნუ წამოიღებთ ბევრ ბარგს !!!
9. თუ ერთად მოდის წყვილი, ჯობია ერთ ჩანთაში ჩაალაგონ ორივეს ნივთები !!!
10. ბარგში ნუ წამოიღებთ: თეთრეულს, პირსახოცებს, ქაფჩებს, ხერხებს, საჭმელს და სხვა უაზრობებს, რომელიც ეჭვს შეიტანს თქვენი ტურისტულად ჩამოსვლის მიზნებში !!!
11. ჯიბეზე ნაღდი ფულის სახით იქონიეთ მინიმუმ 1000$-1500$ !!!
12. შეეცადეთ თვითმფრინავში და გამოსასვლელში ნაკლებად ილაპარაკოდ ხმამაღლა მგზავრებთან ისრაელში ჩამოსვლის მიზნებზე!!!
13. შეეცადეთ ინგლისურად შეძლოდ მესაზღვრესთან ელემენტარული მისალმება და თქვენი ჩამოსვლის მიზნების ახსნა !!! ( ძალიან მნიშვნელოვანია )
14. შეეცადეთ სახეზე გქონდეთ ღიმილი და ნუ იქნებით დაძაბული !!! ( ძალიან მნიშვნელოვანია)
15. თუ გადაგიყვანეს დაკითხვაზე, ნუ ჩავარდებით პანიკაში და ნუ დაიბნევით, შეეცადეთ არ დაიძაბოთ და ღიმილით გასცეთ ყველა კითხვას აზრიანი პასუხი !!!
16. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩამოხვედით ტურისტულად და სამუშაოს თაობაზე არაფერი ახსენოთ!!!
17. საზღვარზე ვიზის მიღების შემთხვევაში და ბარგის მიმღებ განყოფილებაში გამოსვლის შემდეგ ნუ დაიწყებთ მობილურით რეკვებს და შეტყობინებებს, რომ შემოხვედით ისრაელში და კითხვებს სად გელოდებიან თქვენი ახლობლები!!! ასეთი საქციელი შესაძლოა გახდეს თქვენი უკან მიბრუნების საბაბი!!!”- წერს ნიკო ბელიაშვილი.

 

წყარო: justfly.ge

იტვირთბა....