ახალი ამბები

“დიდი ილია რომ ყოფილიყო ცოცხალი, რომელიმე დღეს არსებულ პარტიათაგან ვისი ამომრჩეველი იქნებოდა?”

ბლოგერი – გელა ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,გუშინ დიდი ილიას 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ვერ მოვახერხე და ვერ დავესწარი… თავს უფლებას მივცემ და ბოდიშის მოხდით ორიოდე სიტყვით მაინც გამოვეხმაურები:

დიდი ილია რომ ყოფილიყო ცოცხალი, რომელიმე დღეს არსებულ პარტიათაგან ვისი ამომრჩეველი იქნებოდა?

ნაცებისა რომ არ იქნებოდა, სრულიად აშკარაა და ამაზე სიტყვის გაგრძელებაც კი არა ღირს.

არც ქოცებისა. აბა წარმოიდგინეთ: ქოცების ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ტელევიზიით საჯაროდ და რიხიანად ამტკიცებდა ორი-სამი დღის უკან – მიწა ჩვეულებრივი ნივთია და სწორედაც ისევე უნდა იყიდებოდეს, როგორც ამ მიწაზე მოწეული კარტოფილიო, განა ილიას ნდობას დაიმსახურებდა?!

მთელი სიცოცხლე, როგორც ბარათაშვილმა მასზე იწინასწარმეტყველა – “განწირული სულისკვეთება”, თავისი უზარმაზარი ნიჭი და ენერგია ხომ სწორედ დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის საპირისპიროდ საქმეს შეალია ამ ქართველთაგან უდიდესმა და აქ მე მგონი, საკითხავიც აღარაფერია!

…იქნებ რომელიმე სხვა პარტიის ამომრჩეველი ყოფილიყო, მაგალითად, იმათი, ვინც დაუღალავად ამხელს და სულ ლაპარაკობს?

არც ესა მგონია, რადგან თავად ილიას უთქვამს:”აბა რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი, რომე აჩეჩოს მარტო მიწანი და არ მოთხრიდეს ძირით იმ ბალახს, რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას””-ო.

ჰოდა, თუკი თვით ილია არცერთი დღევანდელი პარტიის ამომრჩეველთაგანი არ იქნებოდა, საერთოდ რისთვისღა არიან საჭირონი ქართველებისათვის ასეთი პარტიები?!”-წერს ზარდიაშვილი.

 

იტვირთბა....