თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ავუხსენით, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ხანგრძლივობის შიმშილობას.”- თქვა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თემურ ქათამაძე შიმშილობის 48-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.
საიას ინფორმაციით, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება.