თბილისში ქურდობის ფაქტზე ამოღებული ხელის ანაბეჭდები ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს ეკუთვნის-ამის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:
“სუს-ს მიმართა ამ ადამიანმა სამუშაოდ და ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქურდობის დროს აღმოჩენილი ანაბეჭდები მას ეკუთვნოდა.
ვითხოვთ, გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელებისგან. “-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა.
ირაკლი სესიაშვილმა ამ ბრალდებას “ტვ პირველთან” უპასუხა:
“საქმე ჩვეულებრივ სიბინძურესთან გვაქვს. ეს ცილისწამება ამის გამოვლინებაა. ერთი თვის წინ სუსში მართლა დაიწყო მუშაობა 6-თვიანი ხელშეკრულებით, რადგან აინტერსებს ეს სფერო. უნდათ საზოგადოებაში უარყოფითი
განწყობა ჩამოაყალიბონ ჩემ მიმართ და საზოგადოებაში მორიგი სიბინძურით გამიჩინა თავი ნაციონალურმა მოძრაობამ. ამას უპასუხოდ არ დავტოვებ.
ჩემ შვილს არასდროს სამართალდამცველ ორგანოებთან საქმე არ ჰქონია. მეამაყება ისეთი, თითითსაჩვენებელი შვილი მყავს. ბინძური კამპანიაა ეს და სავარაუდოდ სასამართლოს მივმართავთ ცილისწამებისთვის. “-განაცხადა სესიაშვილმა “ტვ პირველთან”.
იტვირთბა....