პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მღვდელმსახურის დამადასტურებელი მოწმობა გამოაქვეყნა. მოწმობაში წერია, რომ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უფლებამოსილია „გირჩის“ მიერ დაუძნებული ბიბლიური თავისუფლების ეკლესისი სახელით იქადაგოს.
“თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია” – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. მის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგად ინგა გრიგოლიამ განმარტება გააკეთა:
,,გავიღვიძე და ინბოქსი აფეთქებული დამხვდა. მართლა მღვდელმთავრობა მომანიჭეს თუ არა, სერიოზულად არკვევენ,შფოთავენ.. მაგრად ვიცინე, მაგრამ მერე ერთი-ორი ზარიც რომ გაისმა ჟურნალისტი ვარო, მივხვდი, რამე უნდა დამეწერა.
ხალხო,ხომ კარგად ხართ? რა სასულიერო პირი..რა მღვდელმსახური)))))) ვინც სერიოზულად მწერს,განვუმარტავ-გუშინ ,,რეაქცია,, იყო ,,გირჩის ,,ბიბლიურ თავისუფლებაზე,ხოდა პირდაპირ ეთერში ვარკვევდით, რომ ჩამწერა მათ მოწმობაში ვინმეს სახელი და გვარი, ავტომატურად მიიღებდნენ თუ არა თავის ეკლესიაში და დაიხსნიდნენ თუ არა ჯარიდან,ხოდა ამის საილუსტრაციოდ ჩავწერე ჩემი სახელი და გვარი. მერე ამ ფოტოზე მე და იაგო ხვიჩიამ ფბ-ზე ვიღადავეთ და სულ ეგ იყო. არ მჯერა,რომ ამ ყველაფერს მართლა გიხსნით,მაგრამ აშკარად საჭირო გახდა ხომ მილიონ სისულელეს შევსწრებივარ, მაგრამ ამაზეც განმარტებები თუ უნდა მეწერა, ვერ წარმოვიდგენდი)))on.ge-ს დაუწერია პირველად,არადა მე სერიოზულ საინფორმაციო სააგენტოდ ვთვლიდი)”- დაწერა გრიგოლიამ.
On.ge-ს მირ გამოქვეყნებული მასალა იხილეთ აქ