ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ახალი კონსტიტუციით უმაღლესი მთავარსარდალი უფუნქციოდ რჩება”

პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე.

პრეზიდენტის პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააჟღერა.
პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას.

“საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე.  ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული  გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო – უშიშროების საბჭო.
შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს”, – აღნიშნა მიშველაძემ, რომელმაც პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა.

იტვირთბა....