ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მხიბლავს ეს ქარიზმატული, ენერგიული, ახალგაზრდა ცენტრისტი”: ნიკა გვარამია საფრანგეთში არჩევნებს ეხმაურება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ სიმპათიას ლიდერ კანდიდატ ემანუელ მაკრონის მიმართ გამოხატავს:

“ძალიან მხიბლავს ეს ქარიზმატული, ენერგიული, ახალგაზრდა (39) ცენტრისტი. დარწმუნებული ვარ, 7 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და უსახური და გადაბერებული ლიდერებიანი ევროპა, ბოლო-ბოლო შეიძენს პრინციპულ, თანმიმდევრულ, სიმპატიურ და ქარიზმატულ ლიდერს!
p.s. და ცოტა არაპროგნოზირებადსაც, ლამის კონფორმიზმამდე მისული ზერაციონალური უმარილო ევროპელი ლიდერების ფონზე”-წერს გვარამია და მაკრონის ფოტოსაც აქვეყნებს.

18057983_780416512126677_5938318382460992702_n

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი, მარინ ლე პენია.

უცხოური მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონ სხმა მისცა ამომრჩეველთა 24%-მა, მეორე ადგილზეა მარინ ლე პენი, ხმათა 23,7%-ით.
არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 77% შეადგინა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.
არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა.

იტვირთბა....