ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ათენში ხანძრის შედეგად დაშავებული ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე ნატო ჭანტურია გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია  საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა “მეტრონომს” დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ათენში, კალითიის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი.

სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება. ნატო ჭანტურია კი, რომელსაც სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, გუშინ გარდაიცვალა.

იტვირთბა....