ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირჩის” რელიგიურმა ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წარმომადგენლებმა პირველი საჯარო შეხვედრა გამართეს

„გირჩის“ წევრების მიერ ახლად დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წარმომადგენლებმა პირველი საჯარო შეხვედრა გამართეს. „ბიბლიური თავისუფლების“ წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრებსა და მასში გაწევრიანების მსურველებს ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მსურველებს შემდგომ ეტაპზე მოწმობები დაურიგდებათ.

„გირჩის“ წევრების მიერ ამ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი იმ ახალგაზრდების დახმარებაა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კანონის მიხედვით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

იტვირთბა....