ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

თავდაცვის უწყება: ქართველი სამხედროები ავღანეთში იმ ბაზიდან მოშორებით იმყოფებიან, სადაც თავდასხმა მოხდა

ქართველი სამხედროები ავღანეთში იმ ბაზიდან მოშორებით იმყოფებიან, სადაც თავდასხმა მოხდა – ამის შესახებ საზოგადოებრივს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მაზარ-ი-შარიფის გარეუბანში მომხდარი ფაქტის შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან და უსაფრთხოდ არიან.

მოძრაობა თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაზარი-შარიფის გარეუბანში სულ მცირე, 140 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სამთავრობო არმიის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან არიან დაჭრილებიც. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცები პარასკევის ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელებმა სასადილოში მყოფი ჯარისკაცებიც დაცხრილეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით ათი თალიბიც.

იტვირთბა....